“ჩვენ საბრძოლველად მოვდივართ“ - სტუ-ის პროფესორები განათლების მინისტრის მოადგილეს ხვდებიან

02.02.26 15:12
“ჩვენ საბრძოლველად მოვდივართ“ - სტუ-ის პროფესორები განათლების მინისტრის მოადგილეს ხვდებიან

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები განათლების მინისტრის მოადგილეს ხვდებიან - ცოტა ხნის წინ “პირველებმა“ გადაიღო კადრები, სადაც ჩანს რომ სამინისტროში შეხვედრაზე ის ლექტორები შედიან, რომლებიც არ ეთანხმებიან “ოცნების“ გადაწყვეტილებას - გააუქმოს ტექნიკური უნივერსიტეტი. შეხვედრაზეა რეაქტორიც.

როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პოზიციას არ დააფიქსირებს იქამდე, ვიდრე მინისტრის მოადგილისგან და მინისტრისგან დამატებითი ინფორმაცია არ ექნება.

ჩემი პოზიცია გახდება ცნობილი თავიდან ბოლოდმე, როდესაც მოხდება კონსულტაციები მინისტრის მოადგილესთან, მინისტრთან, მე ჩემ პროფესორებთან ყოველ დღე ვსაუბრობ,ზოგს მოწონს, ზოგს არა, - განაცხადა გურგენიძემ.

ლექტორები, რომლებიც შეხვედრაზე იმყოფებიან, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდოთ და უბრალოდ არანაირი პასუხი არ აქვთ. 

დაუშვებელია ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ჩვენ საბრძოლველად მოვდივართ, არ მოვდივრატ სასეირნოდ და საჩვენებლად, როგორ გამოვიყურებით,- ამბობს ერთ-ერთი ლექტორი.

ისინი ითხოვენ, ყველა პუნქტზე და განვითარების სტრატეგიაზე განმარტებები გაკეთდეს და კითხვებს პასუხები გაეცეს. 

ყველა პუნქტზე გვინდა, რომ პასუხი მოვითხოვოთ, განმარტებები მოვითხოვოთ და ვნახოთ, არა მხოლოდ კონცეფცია, არამედ განვითარების სტრატეგია. ოღონდ არა ისე, რომ ჯერ კანონი მიიღონ და მერე გზადაგზა მოიფიქრონ, როგორ შეერწყმება პროგრამები ერთმანეთს, კადრების შემცირება არ იგეგმება, ეს განცხადება არაფერს ნიშნავს, - ამბობს კიდევ ერთი ლექტორი.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები. 

 

მსგავსი სიახლეები