ამ ეტაპზე გაერთიანების მომხრეები ნაკლებად არიან - პროფესორი

02.02.26 15:26
ამ ეტაპზე გაერთიანების მომხრეები ნაკლებად არიან - პროფესორი

თსუ-ის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე რიგგარეშე სხდომა მოიწვია, თუმცა ამ ეტაპზე გაერთიანების მხარდამჭერები საბჭოში უმცირესობაში არიან. ამის შესახებ მან აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პროფესორის თქმით, ხვალ სენატის წევრთა საერთო პოზიციაც ჩამოყალიბდება, ხოლო არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობით იყოს გამოწვეული, რის გამოც დამატებითი განმარტებითი დიალოგისა და დისკუსიების საჭიროება გამოიკვეთა. 

მე გამოვიყენე როგორც თავმჯდომარის უფლება და რიგგარეშე სხდომა მოვიწვიე ჩვენი ინიციატივით. ხვალ ჩამოყალიბდება ასევე სენატის წევრთა საერთო დამოკიდებულება. ინფორმაციის ნაკლებობა შეიძლება, არის რაღაცის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე გაერთიანების მომხრეები ნაკლებად არიან და პირიქით, გამოითქვა აზრი, რომ უფრო მეტი განმარტებითი საუბარი და განმარტებითი დიალოგი და დისკუსიები არის საჭირო, - ამბობს პროფესორი. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებს აინტერესებდათ დასაბუთება, რატომ გადაწყდა ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. მათ დღეს ამ საკითზე თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას პოზიციის მოსმენა სურდათ. 

მსგავსი სიახლეები