ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა მასაჟის ცენტრში - დაკავებული კალათბურთელია

03.11.21 12:36
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა მასაჟის ცენტრში - დაკავებული კალათბურთელია

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ვერაზე - "ტვ პირველის" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის კალათბურთელია დაკავებული. 

გამოძიების ინფორმაციით, ვაჩე ცაკაშვილმა 38 წლის ტრანსგენდერ ქალს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები "მასაჟის ცენტრში"  მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

23 წლის კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით,  ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში დასაქმებულ ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე დაჭრა კიდევ ერთი ადამიანი. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ერთ-ერთი ინფორმაციით, საზარელი ფაქტი ტრანსფობიურ ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო. 

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, კი მხარეები მომსახურების საფასურზე ვერ შეთანხმდნან. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.