ტროტუარზე დგომის გამო სოფო ჩაჩანიძე სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

03.02.26 12:57
ტროტუარზე დგომის გამო სოფო ჩაჩანიძე სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

მოსამართლე დავით მაკარაძემ სოფო ჩაჩანიძე ტროტუარზე დგომისთვის სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. 

სოფოს 8 და 10 წლის მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელია.

თუმცა, „თუ მოქალაქე კანონმორჩლია, პირველივე ჯერზე ვცდილობთ, რომ პატიმრობა არ გამოვიყენოთ“, — ასე განმარტა მოსამართლემ მოკლედ თავისი გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები