მანჩხაშვილი პოლიციას: ბებიის წინ რომ დაგეკავებინეთ, ინერვიულებდა, ამიტომ ჩემით მოვედი - გადამიყვანეთ
ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა, პარლამენტთან აქციაზე მივიდა და თავად სთხოვა პოლიციელებს იზოლატორში გადაყვანა.
როგორც დაკავებამდე მანჩხაშვილმა "პირველებს" უთხრა, სახლში ბებია ჰყავს, რომელიც მის დაკავებას თუ დაინახავადა ინერვიულებდა, ამიტომაც გამოცხადდა თავად პოლციასთან.
ახლა რასაც აკეთებენ, ეს ამათ შიშზე მეტყველებს ძალიან, იმიტომ, რომ ტროტუარზე ადამიანის დგომა რომ უკვე დანაშაულია, ეგ არის სრული აბსურდი. გამოცხადება მქონდა დილის 10 საათზე და არ მივედი, რადგან არ ვცნობ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას რელევანტურად. როცა უკვე გაგებული მქონდა რომ 5 დღიანი პატიმრობა მომისაჯეს, დავრეკე 1112-ში და ვიკითე, სად უნდა მოვიდეო, არ გამცეს პასუხი, ამიტომ მოვედი აქ, რომ ჩავბარდე, რადგან სახლში მყავს ბებია, რომელთან ერთადაც რომ ამიყვანონ, ინერვიულებს და ამიტომ მოვედი, უნდა გადამიყვანოთ, 5 დღე მომისაჯეს დილით", - თქვა მანჩხაშვილმა.