"2 ასწლიანი უნივერსიტეტის ისტორიას, ასე ერთი ხელის მოსმით თავიდან ვერ მოიცილებ" - შეხვედრა სამინისტროში
შეხვედრა განათლების სამინისტროში - რამდენიმე წუთში თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია და ლექტორები, რომლებიც უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არ ეთანხმებიან, განათლების მინისტრის მოადგილეს უნდა შეხვდნენ.
სამინისტროში უკვე მივიდნენ ლექტორები, მათ მედიასთან კომენტრაიც გააკეთეს, თუმცა ჟურნალისტებთან არ გამოჩენინა თსუ-ს რექტორი. ჯაბა სამუშიამ სავარაუდოდო საპარკინგე ზონით ისარგებლა და სწორედ ასე შევიდა შენობაში.
როგორც სამინისტროში მისულმა თსუ-ს პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ განაცხადა, "2 ასწლიანი უნივერსიტეტის ისტორიას, ასე ერთი ხელის მოსმით თავიდან ვერ მოიცილებ". ის ფიქრობს, რომ "ოცნებას" უკან დახევა მოუწევს, ისე როგორც თავის დროზე კომუნისტებმა დაიხიეს უკან.
ორი ასწლიანი უნივერსიტეტი არის საქართველოში - ეს არის ისტორია, რომელსაც ასე ერთი ხელის მოსმით თავიდან ვერ მოიცილებ. გარდა ამისა, გაჟღერდა სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან - ხელისუფლებიდან და სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ოქსფორდი არაა და ა.შ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა ძალიან დიდი როლის მატარებელია ჩვენი ქვეყნისათვის და ამას გაფრთხილება უნდა. ქართული უნივერსიტეტი ერთხელ უკვე გააუქმეს. ეს იყო 30 წლების დასაწყისში. მაშინ მალევე მიხვდნენ მათ შეცდომას კომუნისტები და მალევე აღადგინეს. ნუ ეს ალბათ ადვილი იყო, რადგან არცერთი კორპუსი გაყიდული არ იყო. თუ სტუდენტების რაოდენობა შემცირდება და პროფესორებს აქვთ საათობრივი დატვირთვა, ცხადია, ამდენი ოდენობის პროფესორი საჭირო არ იქნება, ჩემი აზრით და განცხადებები, რომ პროფესორები არ შემცირდებიან, საეჭვოდ მეჩვენება", - აცხადებს მალხაზ მაცაბერიძე.