"ეს უმაღლესი განათლების სისტემის დაღუპვაა" - თსუ-ს პროფესორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

03.02.26 17:30
"ეს უმაღლესი განათლების სისტემის დაღუპვაა"  - თსუ-ს პროფესორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

თსუ-ს პროფესორი,  ზურაბ დავითაშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება ქართული უმაღლესი განათლების სისტემის დაღუპვაა.

როგორც განათლების სამინისტროში შეხვედრაზე მისულმა დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც პროფესორებს დაარწმუნებს, რომ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება პოზიტიური იქნება. 

დიდი მოლოდინი არ მაქვს, რადგან უკვე ნათქვამია, რომ გაერთიანებულია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. ეს არის ცალსახად უარყოფითი. მიგვაჩნია, რომ ეს არის დაღუპვა ქართული უმაღლესი განათლების სისტემისა, რომლის წინააღმდეგიც ვიქნები. არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამარწმუნებს, რომ აი ამ გაერთიანებით რაიმე პოზიტიური შედეგი იქნება", - ამბობს პროფესორი  ზურაბ დავითაშვილი.

შეხვედრა განათლების სამინისტროში - რამდენიმე წუთში თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია და ლექტორები, რომლებიც უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არ ეთანხმებიან, განათლების მინისტრის მოადგილეს უნდა შეხვდნენ. 

სამინისტროში უკვე მივიდნენ ლექტორები, მათ მედიასთან კომენტრაიც გააკეთეს, თუმცა ჟურნალისტებთან არ გამოჩენინა თსუ-ს რექტორი.  ჯაბა სამუშიამ სავარაუდოდო საპარკინგე ზონით ისარგებლა და სწორედ ასე შევიდა შენობაში.