სამინისტრო ირწმუნება, რომ ყველა პროფესორი პოზიციებს შეინარჩუნებს
"ოცნების" განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ ყველა პროფესორი პოზიციებს შეინარჩუნებს.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა, სამინისტრო ასევე უზრუნველყოფს, რომ პროფესორების ხელფასები მაღალანაზრაურებადი იყოს იმისთვის, რომ მათ დამატებითი შეთავსების პრობლემა მოუხსნან.
ყველა არსებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი ინარჩუნებს პოზიციებს. არანაირი კონკურსები მათ ამ ეტაპისთვის ყოველი შემთხვევისთვის, მათ არ ეხებათ. ჩვენ ვამატებთ, ამ პროფესორების კრიტერიუმების მიხედვით. მათ აქვთ უფრო გამკაცრებული პოზიციონირება და კრიტერიუმები, ვიდრე სხვა დანარჩენ პროფესორებს. მოეთხოვებათ უფრო მეტი პედაგოგიური სტაჟი, მეტი სამეცნიერო პუბლიკაციები და ა.შ. მაგრამ შეზღუდვა არის აი ამ შეთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ სრული კონცენტრირება მოახდინონ უნივერსიტეტის საქმიანობაზე. ამიტომ, ამ ნაწილში წამყვანი პროფესორები მხოლოდ დაემატება და წელს ვეცდებით, რომ პირველი მერცხლები ამ ნაწილში გარკვეული ტიპის უნივერსიტეტებში უფრო იყოს. მოგეხსენებათ კონკურსის წესით უნდა მოხდეს მათი შერჩევა, შესაბამისად ამას, დრო და დიდი რესურსები დასჭირდება. მაღალანაზღაურებასთან დაკავშირებით იცით თქვენ და პრემიერ-მინისტრს გაცხადებული აქვს, რომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაღალანაზრაურებადი იყვნენ იმისთვის, რომ დამატებითი შეთავსების პრობლემა მოუხსნან", - ამბობს გაბისონია.