როგორც სტუ-ს კურსდამთავრებული, მხარს ვუჭერ მის დამოუკიდებლობას - პაატა ბურჭულაძის გზავნილი ციხიდან
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდიანრე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, როგორც სტუ-ს კურსდამთავრებული, მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას და ამაყობს, რომ მისმა მამამ და ბიძებმა მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიაში.
გზავნილი ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ ბურჭულაძემ საკუთარ ადვოკატს დააბარა.
ბატონი პაატა როგორც სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული და სტუ-ს სენატის წევრი მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას. ის ამაყობს, რომ მისმა მამამ და ბიძებმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიაში. მისი აზრით, ჩვენთან ტრაგი-კომედიური რეალობაა! სასახლის ღობის ჯაჯგური ყოფილა საშინელი დანაშაული და ის რომ საქართველოს დღითიდღე ღუპავენ; არამარტო განათლების , არამედ, ადამიანის თავისუფლების ყველანაირ უფლებას ართმევენ - ყოფილა ქვეყნის გადარჩენის სტრატეგიული გეგმა?! გაუძელი საქართველო, მეამაყები! - წერია ტექსტში, რომელიც ბურჭულაძემ საკუთარ ადვოკატს დააბარა.