"ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ პირებს მანქანის აკუმულატორზე დამონტაჟებული მოწყობილობით უსმენდნენ
"ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებულ პირებს მანქანის აკუმულატორზე დამონტაჟებული მოწყობილობით უსმენდნენ - როგორც "პირველებმა" გაარკვია ბრალდებულებს თვეების განმავლობაში გამოძიება არა მხოლოდ ტელეფონებზე, არამედ მანქანებში დამონტაჟებული ჩამწერი აპარატებითაც უსმენდა.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, ეჭვი ბრალდებულებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შეამჩნიეს, რომ მათი ავტომობილების აკუმულატორები სწრაფად ჯდებოდა.
მრავალტომიან საქმეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული ათობით ფაილი დევს - არის როგორც ფარული ვიდეო ჩანაწერები, ასევე დაზარალებულების მოწმეთა ჩვენებებიც.
მისი აკუმულატორი ჯდებოდა ძალიან ხშირად. ეს ნიშნავს, რომ მისი ავტომობილის დენის წყაროზე მიერთებული იყო სხვა დენის წყარო, რომელიც მოიხმარდა ავტომობილის დენის წყაროს. ერთი სიტყვით მანქანის ჩანაწერები არის, მაგრამ არ ვიცით, რა არის ჩანაწწერში. განჩინებაში არ იკვეთება და არ ჟღერდება ინფორმაცია, თუ რა ქმედება განახორციელა 223-ე პრიმა მუხლიდან გამომდინარე"- ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი თამარ აბესაძე.
ბოლო 24 საათში შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა. უწყების ცნობით ცნობით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკის" დედაც და ძმაც. გამოძიების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
„ჯვარსკის" დედას დადგენილება წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გააცნეს. 65 წლის მანანა ლიპარტელიანს 10 წლიანი ციხე ემუქრება.
გამოძიება ამტკიცებს, რომ პენსიონერი შვილის დავალებით კრიმინალურ ავტორიტეტებს სისტემატურად ეკონტაქტებოდა. ანალოგიური ბრალდებით დაკავებულია "ჯვარკის" ძმაც, ავაზ ხონელიძე.
საქმეში ფიგურირებენ ე.წ. შავი სამყაროს წევრები: “ბალუ” და “ყაჩანიჩი".