მაია კალანდია: ავალებდნენ, ჩვენება მიეცა, რომ თითქოს ხელი გავარტყი - რას შეეწირა პოლიციელ ფაცაციას თანამდებობა

03.02.26 18:35
მაია კალანდია: ავალებდნენ, ჩვენება მიეცა, რომ თითქოს ხელი გავარტყი - რას შეეწირა პოლიციელ ფაცაციას თანამდებობა

ზუგდიდის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია არ ამბობს, რატომ მოხსნეს თანამდებობიდან - დღეს პოლიციის მაღალჩინოსანს "პირველები" დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ხობის პოლიციის უფროსად პორტირება ოპოზიციის შეფასებით, ირაკლი ფაცაციას ჩამოქვეითებაა. როგორც "პირველებთან" კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მაია კალანდია ამბობს, ფაცაციას სისტემაში პრობლემები ჰქონდა - "მას ავალებდნენ მიეცა ჩვენება რომ თითქოს მერ მას ხელი გაარტყა"

რამდენადაც ვიცი, მას ჰქონდა შიგნით პოლიციაში დიდი წინააღმდეგობა, რადგან მას ავალებდნენ ჩემზე მოეცა ჩვენება, რომ მე თითქოსდა მას ხელი გავარტყი. ფაქტობრივად, ირაკლი ფაცაცია ახლა არის ჩამოქვეითებული. მას მგონი მაღალი თანამდებობის პირი ჰყავდა მამიდაშვილი დიპლომატიურ სამსახურში, რომელიც "ოცნებიდან" წავიდა. რა თქმა უნდა, მისი ჩამოქვეითება ბევრ რაღაცასთან ასევე ამ საკითხთანაც არის დაკავშირებული", - ამბობს კალანდია. 

შსს-ში ამბობენ, რომ ფაცაცია ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსად გადავიდა.

ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსის თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა.