რესტორნებში დახარჯული ფული - “ოცნების“ ჩინოვნიკებმა მხოლოდ იანვარში, ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი დახარჯეს

03.02.26 18:30
რესტორნებში დახარჯული ფული - “ოცნების“ ჩინოვნიკებმა მხოლოდ იანვარში, ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი დახარჯეს

“ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა ჭამა- სმასა და წვეულბებში სახელმწფიო ბიუჯეტიდან, მხოლოდ იანვარში, 400 ათასი ლარი დახარჯეს.

ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან რესტორნებში გადახდილი ფულით დუშეთის და ყვარლის მუნიციპალიტეტების დაწინაურდნენ. მხოლოდ იანვრის თვეში, დუშეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან 4 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, რათა მათ რესტორანში ექეიფათ. თუმცა, დოკუმენტებში არ წერია, რის სანაცვლოდ გაიშალა სუფრა.

აღმოჩნდა, რომ დუშეთის მერიამ 21 იანვარს საჯარო მოხელეები წაიყვანა რესტორანში, საგანგებოდ შეარჩიეს მენიუ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მერის გარეშე მოილხინეს.

არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი, ჩემი თანამშრომლები სად იყვნენ არ ვიცი, არ მომიკითხავს, არ ვყოფილვარ, არ ვიცი, ვინ იქეიფა, - უთხრა “პირველებს“  კახა ჩიტაურმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სახელმწიფო ფულს არამიზნობრივად ხარჯავენ.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურში არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ რესტორანში, საჯარო მოხელეების ქეიფი, ბიუჯეტის ხარზე, კანონდარღვევაა.

როდესაც ქალაქის მერი გეპატიჟებათ რესტორანში, ეს ხარჯი არის სახელმწიფო ბიუჯეტიდანდ არ ვართ ვალდებულები საქართველოს მოქალაქეები რესტორნებში გიხადოთ ფული, იმიტომ რომ თქვენ უკვე აიღეთ ანაზღაურება ჰონორარის სახით, ამ ხარჯის შემცირებით უფრო მეტი ფული დარჩება ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტებისთვსი და უფრო მეტ სარგებელს ნახავს საქართველოს მოქალაქე, ვიდრე მერის ხუშტურზე გაშლილი რესტორნის სუფრები, - ამბობს დონაძე.