პროტესტი რეპრესიული კანონების განხილვის პარალელურად - ხმაური პარლამენტთან
მონებო, რუსებო - ამ შეძახილებით აცილებდნენ მოქალაქეები რეპრესიული კანონების ავტორებს პარლამენტის შენობიდან. საკანონმდებლო ორგანო დღეს აქტივისტების ალყაში იყო. ქუჩაში გამოვიდა ყველა, ვინც ხვდება, რა მძიმე შედეგი მოყვება ივანიშვილის კანონს საქართველოს წინააღმდეგ . აქციაზე ის ადამიანები იდგნენ, ვინც ჯერ კიდევ 2024 წლიდან ოცნების მიერ მიღებულ რუსულ კანონს უპირისპირდებოდნენ. ხალხი ამბობს, რომ ქვეყანაში დიქტატურა ოფიციალურად გაფორმდა
აქცია პარლამენტთან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს პოლიცია ტორტუარზე დგომასაც კი უკრძალავდა. გელა გელაძის თანამშრომლები განსაკუთრებით პარლამენტის შენობის იმ გალავანს იცავდნენ, საიდანაც "ოცნების" წევრები შედიან და გამოდიან. პოლიციელები იქ მყოფ მოქალაქეებს ტროტუარებიდან ძალის გამოყენებით ერთი მეორეს მიყოლებით აძევებდნენ.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.