დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - თამარ გაბუნია

03.11.21 14:44
დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება. 

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება, დღევანდელი მდგომარეობით, არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა იმის აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება", - ამბობს თამარ გაბუნია.