პატიმრობის ახალი სერიები ტროტუარზე დგომის გამო
პატიმრობის ახალი სერიები ტროტუარზე დგომის გამო. აქტივისტებს ისევ ციხეში უშვებენ. სასამართლოდან პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანეს აქტივისტი თორნიკე ჯანდიერი, რომელსაც მოსამართლემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ მანჩხაშვილი კი პოლიციას თავად ჩაბარდა.
მანჩხაშვილი სასამართლოს, რომელსაც მისივე თქმით, სამართალთან კავშირი არ აქვს, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. გადაწყვეტილება პარლამენტთან აქციაზე შეატყობინეს, რის შემდეგაც პოლიციასთან მივიდა და უთხრა, რომ იზოლატორში გადაეყვანათ.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.