2 უნივერსიტეტის გაერთიანება - თსუ-ს რექტორის პირველი კომენტარი
ორი უნივერსიტეტის გაერთიანება - თსუ-ს რექტორი განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარს აკეთებს. ჯაბა სამუშია ამბობს მხოლოდ იმას, რომ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილესთან კრიტიკული კითხვები დაისვა, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობს.
სამუშიას თქმით, პარასკევს მინისტრ გივი მიქანაძესთან თსუ-ს და სტუ-ს რექტორატის და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც იქნება საუბარი კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე.
- ეს არის ჯაბა სამუშიას პირველი კომენტარი, რაც მან "ოცნების" გადაწყვეტილები" შემდეგ გააკეტა. ის დღევანდელ დღემდე მედიასთან არ გამოჩენილა.
იყო მწვავე შეკითხვები, დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრას ორ ნაწილად გავყოფდი და შევთანხმდით, რომ მეორე ნაწილთან დაკავშირებით შეხვედრა კვლავ გაგრძელდება. ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებნთან დაკავშირებული შეკითხვები, მეორე კი იყო პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს უკვე მინსიტრი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს როგორც ტექნიკური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები ერთად შეხვდება მინისტრს, გივი მიქანაძეს. ჩვენ იქ სუბარი გევქნება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ტექნიკურ საკითხებზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი, მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ თემა საკმაოდ მწვავეა, მნიშვნელოვანია, ორივე უნივერსიტეტისთვის, ვფიქრობ, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ გაგრძელდეს."- განაცხადა სამუშიამ. ვე