ჯაბა სამუშია პასუხობს კითხვას, განიხილება თუ არა ლევან იზორია გაერთიანებული უნივერსიტეტების რექტორად
განიხილება თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია გაერთიანებული უნივერსიტეტების რექტორად - ცოტა ხნის წინ ეს კითხვა "პირველებმა" განათლების სამინისტროში, შეხვედრიდან გამოსულ თსუ-ს რექტორს დაუსვა.
ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ამის შესახებ არ იცის.
"არა, არ ვიცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი"- თქვა სამუშიამ.
გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება.
- ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის ამჟამად ირაკლი კობახიძის მრჩეველის პოსტს იკავებს. მრჩევლობასთან ერთად, დღემდე, ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანია.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.