შეურაცხყოფაა, როდესაც ორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციას ტელევიზიით გიცხადებენ - სტუ-ს პროფესორი
სტუ-ს პროფესორი, ირინე გოცირიძე შეურაცხყოფად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ ინფორმაცი ტელევიზიით შეიტყვეს.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, რეფორმას ყველა უჭერდა მხარს, რადგან რეფორმა განახლებას ნიშნავს და “არა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციას.“
სტუ-ს პროფესორის თქმით, ეს იყო შოკი არ მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მათი უცხოელი პარტნიორებისთვისაც, რომლებიც ათასობით მხარდამჭერ წერილს გზავნიან.
შეურაცხყოფაა, როდესაც შენ წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა გაქვს ორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის და ამას გვიცხადებ ტელევიზიით. ათასობით ადამიანი ამას გებულობს მოკლე განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება უნივერსიტეტების შერწყმის შესახებ. რეფორმების მხარდაჭერა შესაძლოა ყველას ჰქონდა, რადგან რეფორმა განახლებას ნიშნავს, მეტი ფინანსების ჩადებას საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობაში, მაგრამ არა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციის. პირველი ეს იყო სტრესი არა მარტო ჩვენთვის, არამედ უცხოელი პარტნიორებიც გვწერდნენ. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს სამეცნიერო პროგრამებში დიდი კოლაბორაცია. ვღებულობთ ათასობით წერილს, რომლებიც იწყება ასე - “ეს იყო შოკი“, - ამბობს გოცირიძე.