საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე კარგავს თავის რეგიონულ ფუნქციას - ცირა ბარამიძე

03.02.26 22:29
საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე კარგავს თავის რეგიონულ ფუნქციას - ცირა ბარამიძე

ეს არის ნგრევა - ასე აფასებს თსუ-ს სრული პროფესორი, ცირა ბარამიძე ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას.

მისი თქმით,  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე კარგავს თავის რეგიონულ ფუნქციას.

“კონცეფცია არსებობს, კანონმდებლობის სახით, პარამენტის მიერ მიღებული, რომელიც დღეს აბსაიდშია“,- განაცხადა ბარამიძემ გადაცემა “რეაქციაში“.

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე, მხოლოდ თსუ არ მაქვს მხედველობაში, კარგავს თავის რეგიონულ ფუნქციას. კონცეფცია არსებობს, კანონმდებლობის სახით, პარამენტის მიერ მიღებული, რომელიც დღეს აბსაიდშია. ჩვენ როდესაც შეგვეზღუდება უცხოენოვანი პროგრამების შესაძლებლობა, ჩვენ ვეღარ მივიღებთ ვერც ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც ამ კონცეფციითა გათვალისწინებული, ვერც საქართველოს ისტორიული დიასპორიდან მივიღებთ- აზერბაიჯანი, ირანი [ფერეიდნელები], თურქეთი, ტაო-კლარჯეთი, ანუ ჩვენ ღვიძლ ადამიანებს, სტუდენტებს, რომლებიც ჩვენკენ მოისწრაფვიან და რომლითაც, საქართველო, როგორც განათლების კერა მთელს რეგიონში, ეს აბსოლუტურად იგნორირებულია, - განაცხადა ბარამიძემ.