უნივერსიტეტს გვიქრობენ, სტუ და თსუ ეს არის ბრენდი, რომელსაც უკან ასწლოვანი ისტორია აქვს - ირინე უგრეხელიძე
ნებისმიერი შეერთება იწვევს იმას, რომ იკარგება კადრი, გადინება ხდება კადრების, სტუდენტები ხდებიან დემორალიზებულები, - ამის შესახებ სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ირინე უგრეხელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს ფაქტობრივად აქრობენ.
მისივე თქმით, სტუ და თსუ ეს მხოლოდ სახელწოდება არ არის, ეს არის ბრენდი, რომელსაც უკან ასწლოვანი ისტორია აქვს.
ნებისმიერი შეერთება იწვევს იმას, რომ იკარგება კადრი, გადინება ხდება კადრების, სტუდენტები ხდებიან დემორალიზებულები. ფაქტობრივად, გვიქრობენ უნივერსიტეტს. სტუ და თსუ ეს მხოლოდ სახელწოდება არ არის, ეს არის ბრენდი, რომელსაც უკან ასწლოვანი ისტორია აქვს, ამით მოვდივართ, ეს გვიმაგრებს ზურგს და გვაძლევს მომავლის იმედს. საერთაშორისო ურთიერთობების დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ვახსენებთ, რომ ჩვენ ვართ 100 წლის უნივერსიტეტი, იქ ურთიერთობები გაცილებით ადვილდება, მარტივდება და მნიშვნელოვანი ხდება. ეს მხოლოდ სამეცნიერო ურთიერთობებს არ ეხება. საუკუნეს გადავაბიჯეთ უკვე, 104 წლის ვართ და ამ უნივერსიტეტის ამ ქუდის ქვეშ დაკარგვა როგორ შეიძლება, ეს არის დანაშაული, ჩვენი როგორც სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი აწმყოსი და მომავალი თაობის მიმართ. რატომ არის საჭირო ამ უნივერსიტეტის გაქრობა, რომ აღარ არსებობდეს, ამის ახსნას ვერ ვიღებთ, - განაცხადა უგრხელიძემ.