ყველა ნაბიჯი ემსახურება რეჟიმის დიქტატორული ძალაუფლების გამტკიცების ამოცანებს - ნიკო მანაგაძე

03.02.26 23:38
ყველა ნაბიჯი ემსახურება რეჟიმის დიქტატორული ძალაუფლების გამტკიცების ამოცანებს - ნიკო მანაგაძე

ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არ ემსახურება იმ სახელს, რასაც არქმევენ - ამის შესახებ სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ყველა ნაბიჯი ემსახურება რეჟიმის დიქტატორული ძალაუფლების გამტკიცების ამოცანებს.“

მანაგაძე ორ მთავარ მიზანს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, განათლების რეფორმა ემსახურება.

ერთი - ეს არის პოლიტიკური მორჩილება და მეორე - მატერიალური ინტერესი“, - ამბობს ის.

ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არ ემსახურება იმ სახელს, რასაც არქმევენ. განათლების რეფორმა განათლებას, გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალობას და ა.შ. ყველა ნაბიჯი ემსახურება რეჟიმის დიქტატორული ძალაუფლების გამტკიცების ამოცანებს. 2 მთავარი მიზანი გამოვყავით ამ ე.წ. რეფორმაზეც, რასაც ემსახურება ის ნაბიჯები, რასაც დგამს ეს რეჟიმი, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების სახით. ერთი - ეს არის პოლიტიკური მორჩილება და მეორე - მატერიალური ინტერესი. კი გვყავს ფაქტობრივად, რეჟიმის მიერ დანიშნული რექტორი, თუმცა, თავისუფალი აკადემიური სივრცის, სტუდენტების, ლექტორების, კონტროლის მექანიზმი აქამდე არ არსებობდა და ახლა ცდილობენ დაშინების მექანიზმი შექმნან ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ამ ე.წ. უნივერსიტეტის გაერთიანების სახელით, საბოლოო ჯამში ეს მივა რეორგანიზაციამდე... ერთის მხრივ გაჩნდეს ამ პროცესში შიში პროფესორებში და ლექტორებში, რომ ვინც ხმას ამოიღებს, იქნება სიაში, რომელიც მოხვდება ოპტიმიზაციის და რეორგანიზაციის მსხვერპლთა ჩამონათვალში, და მეორე მხრივ, ისინი ვინც უკვე გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს, უკვე იქნებიან ამ სიაში, - ამბობს სტუდენტი.

ნიკო მანაგაძის თქმით, ასევე კარგად ჩანს მატერიალური ინტერესი, რომელზედაც ღიად საუბრობდნენ.

საუნივერსიტეტო კორპუსები გაყიდვასთან დაკავშირებით, შუა ვაკეში, მე-3, მე-5, მე-8 კორპუსები, არის საკმაოდ სარფიან და მომგებიან ადგილას, მათი მეგობარი ბიზნესმენებისთვის, კარგი დეველოპერული სივრცეა კორპუსებისთვის და ბიზნესებისთვის. ისინი არც მალავენ, რომ ისინი აპირებენ ამ შენობების გაყიდვას და ამით სარგებლის მიღებას, - განაცხადა მანაგაძემ.