ამ რეფორმით მხოლოდ ფაქტობრივი სახელი დარჩება თსუ-ის და ის კონტროლს დაქვემდებარებული იქნება - თეონა მატარიძე

03.02.26 23:58
ამ რეფორმით მხოლოდ ფაქტობრივი სახელი დარჩება თსუ-ის და ის კონტროლს დაქვემდებარებული იქნება - თეონა მატარიძე

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, თეონა მატარიძე მიიჩნევს, რომ 2 უნივერსიტეტის გაერთიანებით, თსუ-ც ვერ გადარჩება და მხოლოდ ფაქტობრივი სახელი დარჩება.

მისი თქმით, ის სრულიად გამოშიგნული და კონტროლს დაქვემდებარებული იქნება.

არ მივიჩნევ, რომ თსუ გადარჩება ამ რეფორმით, მხოლოდ ფაქტობრივი სახელი რჩება თსუ-ის და სრულიად გამოშიგნული და კონტროლს დაქვემდებარებული იქნება, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენი დამოუკიდებლობით გამოვიწვიეთ. გამოიწვია არა მხოლოდ აკადემიურმა საზოგადოებამ, არამედ ფართო საზოგადოებამ, რადგან როდესც საუბრობდნენ, რომ 4 წელს გაკლებთ საგანმანათლებლო პროცესიდან და ამით ხარისხს ვაუმჯობესებთ, ამაზე რეაქცია უნდა წამოსულიყო, მოსწავლეების მშობლებისგან, აბიტურიენტებისგან. ფართო საზოგადოებიდან ხმა არ ისმის, - განაცხადა მატარიძემ.