გახდება თუ არა "ოცნების" ლეგიტიმაციის არცნობა დასჯადი - კომენტარები ივანიშვილის გუნდში

04.02.26 11:25
გახდება თუ არა "ოცნების" ლეგიტიმაციის არცნობა დასჯადი - კომენტარები ივანიშვილის გუნდში

გახდება თუ არა "ოცნების" ლეგიტიმაციის არცნობა დასჯადი? - ეს კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ "ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარინმა არჩილ გორდულაძეს ჰკითხა - "ხომ არ ვიფიქროთ რამე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ ცნობენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას", რაზე საპასუხოდაც გორდულაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

დღეს "პირველებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს ჰკითხა, ხომ არ იგეგმება ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები.

როგროც ლადო ბოჟაძე ირწმუნება, ასეთი ცვლილების შეტანა კანონში ამ ეტაპზე რა განიხილება.

პრეცედენტი იმისა, რომ ევროპაში ამის მაგალითები არსებობს, თუმცა აღნიშნულ კანონპროექტში ჩემი ინფორმაციით, ასეთი ცვლილების შეტანა არ განიხილება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მათ შორის მედია და სამოქალაქო სექტორი ქმნის არალეგიტიმურობის განცდას, თუმცა ეს ასე არ არის. თქვენ ხედავთ, რომ წელიწადნახევარზე მეტია მუშოაბს პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდნტი.

ეს გუშინ არ იყო შეკითხვა (არა მუქარა) რაზეც გაიცა პასუხი. მე როგორც ვიცი, კანონპროექტში რაიმე ახალი ცვლილება მეორე მოსმენასთან დაკავშირებით არ შესულა.

პარლამენტსაც, მთავრობასაც, პრეზიდენტსაც აქვს ლეგიტიმაცია. ამაში თქვენ შეგიძლია დარწმუნდეთ პრეზიდენტის მიწვევით გაეროში, ტრამპის პრეზიდენტი ყაველაშვილი და ა.შ.", - აცხადებს ლადო ბოჟაძე. 

დღეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დავით მათიკაშვილმაც - "ოცნები8ს" დეპუტატი ირწმუნება, რომ როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სხვა პირის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ლეგიტიმურობის არაღიარებაა, ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

გერმანია მსოფლიოს საკმაოდ საჭირო და მოქნილ მექანიზმებს სთავაზობს იმ რთული მოცემულობის პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეგნებულად ანტიკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმა ჰქვია. როდესაც ცალსახაა, რომ საკითხი ერთგვაროვანია და ამის მიუხედავად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სხვა პირის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ლეგიტიმურობის არაღიარებაა, არის ანტისახელმწიფოებრივი. ამიტომ, ჩვენ შეიძლება გავიზიაროთ და არის ამისი რესურსიც - საუკეთესო პრაქტიკაა დემოკრატიულ გერმანიაში და [შესაძლებელია] ისეთივე პრაქტიკა დაინერგოს საქართველოში. ეს არის განხილვის და მსჯელობის საკითხი, თუმცა საკითხი, რომ ასე ჯიუტად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხდება არსებული რეალობის ყოველგვარი ნიველირება, რაც ყველასთვის ცნობილია, ამ საკითხის გადაწყვეტის ის გზა, რომელიც გერმანიამ აირჩია, შესაძლოა, საქართველოსთვისაც მისაღები იყოს - ვიმსჯელებთ ამის შესახებ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ”, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.