სტუ-ს ვიცე-რექტორის პასუხი სამთავრობო მედიებში გასულ რეპორტაჟებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, თამარ წერეთელი "პირველებთან" სამთავრობო არხებზე გასული რეპორტაჟების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, "ძალიან არადადებითი" იყო, რაც რუსთავი 2-ისა და იმედის ეთერში აჩვენეს.
- გუშინ სამათვარობო არხებზე გავიდა რეპორტაჟები, სადაც ამორტიზებული და საწავლებლად უვარგისი ტექნიკური უნივერსიტეტის კადრები აჩვვენებს.
- როგორც სტუ საპასუხო განცხადებაში წერს, აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.
ამ კადრების გადაღება როგორ მოხდა ვერაფრით ვერ გეტყვით - ამბობს წერეთელი.
მათ გადაიღეს კადრები იმ სასწავლო ლაბორატორიების, რომლებშიც უშუალოდ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ამ კადრების გადაღება როგორ მოხდა ვერაფრით ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, განცდა დამრჩა ძალიან არადადებითი, იმიტომ, რომ უშუალოდ სასწავლო პროცესში მონაწილე სასწავლო ფართებსი არც ჩვენება ყოფილა. ჩვენ გვაქვს ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი სასწავლო გარემო და ძალიან ბევრი სასწავლო ლაბორატორიები.
"პირველებმა" ვიცე-რექტორს ასევე ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ "აღნიშნული სიუჟეტები, რაც სამთავრობო მედიებმა აჩვენებს, წინასწარი ნიადგის მომზადებაა იმისთვის, რომ სამომავლოდ სტუ-ს კორპუსები გაიყიდოს":
ვერაფრით ვერ გეტყვით, რომ ეს უნიკალური შენობები, რომელიც აშენებულია, სადაც განლაგებულია სასწავლო შახტა-ლაბორატორია, რომელიც ევროპაში არცერთ უნივერსიტეტს არ აქვს და უნიკალურია, ეს უნიკალური შენობები, რომელიც სასწავლო პროცესისთვის არის მორგებული, ვინმეს ჰქონდეს აზრი, რომ ის უნდა გაიყიდოს", - ამბობს წერეთელი.