„საქართველოს ბანკის“ YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

04.02.26 14:08
„საქართველოს ბანკის“ YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

„საქართველოს ბანკის“ მიერ, ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერებისთვის შექმნილი პროექტ Creator-ის გამარჯვებული ცნობილია.

მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc) გადავიდა.

ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით.

ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყოგახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავსრომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათეს ის მომენტიაროცა არ გაქვს უფლება გაჩერდეგარდა ამისაახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზეთუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხისიხშირესაინტერესო შინაარსი. ესერთი მხრივგამოწვევაა დამეორე მხრივპასუხისმგებლობა და ნდობარომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამისამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერებავაკეთო ისრაც მინდა - ამისათვის კი საჭიროაგადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე”, - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი.

ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენგამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორებიდათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაციდა ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთანმუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარიიუთუბერი მენტორირომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა.

ფინალური ეპიზოდის სანახავადეწვიეთ ბმულს.

NS