"არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და სტუ-ს დასასრულის განაჩენი გამოიტანოს" - პროტესტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან
ტექნიკური უნივერსიტეტთან პროტესტია - სასწავლო დაწებულებასთან გაერთიანების მოწინააღმდეგე ლექტორები და სტუდენტები იმყოფებიან. ადგილზე შეკრებილები "ოცნებას" გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ "ივანიშივლი და მისი გუნდი ასწლოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის ისტორიას ანადგურებს".
ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოსვლა ჰქონდათ როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორებს.
"არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და სტუ-ს დასასრულის განაჩენი გამოიტანოს" - თქვა სიტყვით გამოსვლიასას პროფესორმა იური ჯანიაშვილმა.
იცოდეთ, ისტორიასთან ჩაწყობა არ მოსულა, ისტორია შავით-თეთრზე წერს, ამიტომ დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ. გვაპატიებს კი ამას საქართველოს ისტორია? ძალიან ეჭვი მეპარება. დიდი ილია ბრძანებს, ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა წარსულს დავივიწყებთ. წარსულია უკვე და ლამაზი ისტორია გეპეის ისტორია და არ შეიძლება ასე ბუჩქის ძირას დაჯდეს რამოდენიმე კაცი და გამოიტანოს მისი დასასრულის განაჩენი", - ამბობს პროფესორი.
სტუ-სთან პროტესტს შეურთდნენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. სტუდენტები ამბობენ, რომ ბოლომდე იდგებიან და უნივერსიტეტის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვსი იბრძოლებენ.
104 წლის თავზე ჩვენ გვემუქრება სრული გაუქმება და პლუს, არვიცით, რა იქნება ამ გაუქმების შემდეგ. რამდენად რა შენარჩუნდება, დაიკარგება თუ არა საერთოდ ეს ფაკულტეტები. ამის გასაპროტესტებლად გამოვედი აქ, რომ დავიცვა ჩემი უნივერსიტეტი. ეკიპირებას რაც შეეხება, სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ. ასე ვმუშაობთ ჩვენ ობიექტებზე და მინდა დავანახო დრევანდელ ხელსიუფლებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიდგებით აქ სტუ-ს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის", - ამბობს სტუ-ს კურსდამთავრებული.
პარასკევს, 6 თებერვალს, მინისტრ გივი მიქანაძესთან თსუ-ს და სტუ-ს რექტორატის და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე საუბარი შედგება.