ომბუდსმენი ციხეში ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, სააკაშვილს, ახალაიას, ბურჭულაძეს, ზოდელავას და ხაბეიშვილს ესაუბრა
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსტავსი ციხში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს ესაუბა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანმა რუსთავის N12-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერა, შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციას, გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს და გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს.
„სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.