ბატონი კობახიძე ამას არ იტყოდა - სტუ-ს რექტორი
მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ბატონი კობახიძე იმას იტყოდა, რომ საქართველოში ინჟინრები არ არიან - ამის შესახებ სტუ-ს რექტორმა განაცხადა.
დავით გურგენიძესთან ინტერვიუ "პირველების" ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ ჩაწერა, რაც "ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში "ტექნიკური მიმართულება ერთგვარ გერად იქცა და როცა საჭიროება დგება, ქვეყანაში ერთი ინჟინერი არ არსებობს".
გურგენიძე ამბობს, რომ მის აზრს მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც ირაკლი კობახიძეს გაესაუბრება.
მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ბატონი კობახიძე იმას იტყოდა, რომ საქართველოში ინჟინრები არ არიან, რამეთუ მას ძალიან უყვარს თავისი აშენებული ქვეყანა, რომელსაც ის ძალიან კარგად აშენებს. შეიძლება ახალ პროგრამებზეა საუბარი, რომელზეც ბატონი ირაკლი ფიქრობს, რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამება შესაქმნელი.
ბატონი ირაკლი განცხადებაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ მისმენია, მაგრამ თუ დაგეყრდნობით თქვენ, ეს იყო 90-იან წლებში მართლაც და მართლაც, როდესაც უნივერსიტეტს ძალიან გაუჭირდა. მე როდესაც გავეცნობი და როდესაც გავესაუბრები ბატონ მინისტრს, თუ რა კონტექსტში იყო, მაშინ უკვე მოგახსენებთ ჩემს აზრს", - ამბობს დავით გურგენიძე.