"არავის აქვს უფლება იურიდიული ჟონგლიორობით გაამართლოს ის, რომ შეიძლება ადგე და ისტორია გადახაზო" - თსუ-ს დეკანი
"არავის აქვს უფლება იურიდიული ჟონგლიორობით გაამართლოს ის, რომ შეიძლება ადგე და ერთ მშვენიერ დღეს ისტორია გადახაზო" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, სალომე დუნდუამ განაცხადა.
სალომე დუნდუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სრულიად წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ამ კედლებთან, ამ ინსტიტუციასთან, აქ გამოჩენილი ადამიანების ხსოვნასთან მიმართებით მოვიქცეთ ისე, რომ მერე ისტორიამ არასდროს გვაპატიოს. დამიჯერეთ, ისტორია ყველას და ყველაფერს მიგვიჩენს ჩვენს ადგილს. ის, რაც საუკუნეებია შექმნა ჩვენმა წინაპრებმა, არავის არ აქვს უფლება არანაირი იურიდიული ნორმით, არანაირი მანიპულირებებით და იურიდიული ჟონგლიორობით გაამართლოს ის, რომ შეიძლება ადგე და ერთ მშვენიერ დღეს ისტორია გადახაზო," - განაცხადა სალომე დუნდუამ. [შიფრი: "ბათუმელები"]