თბილისში ირანის მოქალაქეს ეძებენ - ის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს დააკავა

05.02.26 13:25
თბილისში ირანის მოქალაქეს ეძებენ - ის პოლიციამ საპროტესტო აქციის დროს დააკავა

 

 

თბილისში ირანის მოქალაქეს ეძებენ. საქართველოში მცხოვრები ირანელი აქტივისტი პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. 

ირკვევა, რომ კაცი ირანის საელჩოს წინ, აქციის დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს პოლიციის მანქანაში და ამ დრომდე დაუდგენელ ადგილას წაიყვანეს. 

"TV პირველმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ირანელი აქტივისტი პოლიციელებს სთხოვს მასთან თარჯიმანი მიიყვანონ, რადგან მას არ ესმის რას ეუბნებიან პოლიციელები, თუმცა გელა გელაძის უწყების თანამშრომლებს მისთვის ისიც არ აუხსნიათ რა მიზეზით აკავებდნენ.

არ ვიცი სად არის, ინფორმაცია არ მაქ. რაც ვიცი ეს ვიდეოები არის, რომელიც თქვენც გაქვთ. ეს კაცი ირანშიც ციხეში იყო, ახლა საქართველოშიც გამოცდილება აქვს ციხე. კითხვა მაქ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი ესე უცბად, ქუჩაში იყო, თავისი ქვეყნის საელჩოს წინ იყო," - ამბობს საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქე.