სასახლის ღობის საქმე - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რაც სასამართლოში დაპირისპირების მიზეზი გახდა

05.02.26 13:46
სასახლის ღობის საქმე - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რაც სასამართლოში დაპირისპირების მიზეზი გახდა

სასახლის ღობის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს მთავარ მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს, რომელიც სხდომათა დარბაზში დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

პროცესზე იკითხებოდა შალვა კინწურაშვილი,  სასასაქონლო ექსპერტი, რომელმაც ნივთის ღირებულება დათვალა და  დაადგინა, რომ ზარალი 9 300 ლარია.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაინტერესდა, რატომ არკვევდა ექსპერტთა ჯგუფი "ავტო-სახელოსნოებში", თუ რა დაჯდებოდა სასახლის ღობის რკინის კონსტრუქციების აღდგენა, როგორც ეს მათ დასკვნაში წერია და რომელსაც ხელს 4 ექსპერტი ოთარ ხაბურძანია, ზურაბ შანიძე, ლაშა სულამანიძე და შალვა კინწურაშვილი აწერს.

მოწმე საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ დასკვნაში ტექნიკური შეცდომა გაიპარა. შოთა თუთბერიძემ მას ჰკითა, თუ თუ როგორ გაეპარა 4 ექსპერტს მსგავსი შეცდომა. ამის შემდეგ კი უკვე პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა მიუთითა ადვოკატს, რომ მოწმის მიმართ პატივისცემა გამოეჩინა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 

„მოწმე პასუხისმგებელი ვერ იქნება სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ და რა არა…" 

ეს არის უზრდელობა, სხვა თუ არაფერი. სინდისი თქვენ, თუ არ გაწუხებთ დიდი პრობლემა გაქვთ არამარტო პროფესიონალიზმში არამედ ადამიანობაში. ეს არის ძალიან დიდი უზრდელობა. რაღაცას ეცით პატივი სულ მცირე”,- განაცხადა პროკურორმა.- თქვა თამარ ბეჟუაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.