"მორჩით კიკინებიანი ბავშვების დაკავებას" - გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა

05.02.26 13:44
"მორჩით კიკინებიანი ბავშვების დაკავებას" - გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა პროკურატურას მიმართავს. ალექსანდრე გაბაშვილი უწყებას მოუწოდებს მორჩნენ "კიკინებიანი ბავშვების დაკავებას".

გიგა ავალიანის  მკვლელობაში ბრალდებულის მამის თქმით, საგამოძიებო უწყებამ საავადმყოფოს დანაშაული უნდა გამოიძიოს. 

ალექსანდრე გაბაშვილის განმარტებით, მას უნდა მისმა შვილმა პასუხი აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და არა "ექიმების შეცდომაზე". 

ვიცი ის, რომ ის ქვა, რომელზეც ამდენი ლაპარაკი იყო, რომ ქვით თავ გაუჩიჩქნეს და რაღაცა, მოვიდა სუფთა. არცერთი ბავშვის, არცერთი დნმ-ს, არც გიგას, არავის დნმ არ ამოსულა. 

საავადმყოფოს პასუხისმგებლობა სად იწყება გამაგებინეთ, რატომ არავინ არ იძიებს. რატომ არავინ მოიკითხა დღემდე საავადმყოფოში რა მოხდა. წაქცევით და ასვალტზე კეფის დარტყმით, უკნიდან წამოუვიდა ბზარი, დაგუგლეთ და შეეკითხეთ chatGPT-ს შესაძლებელია თუ არა. რა თქმა უნდა, საშინელი ტრაგედია და უბედური შემთხვევაა. 

ჩემი შვილის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ მივიდა და გიგა ავალიანს დაარტყა მუშტი, ამის მეტი ჩემ შვილს იქ არაფერი გაუკეთებია და ზუსტად ამაზე მე მინდა კანონმა გვაგებინოს პასუხი. პროკურატურა მორჩეს კიკინიანი ბავშვების დაჭერას. ძალიან ბევრი შეკითხვაა ექიმებთან, რომელიც უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. არ შეიძლება საავადმყოფოს ნაწილი დარჩეს გამოძიების გარეშე. 

გაუკეთდა "კატე" და ეუბნებიან თავში არაფერი არ სჭირს, ოპერაცია არ სჭირდებაო, მერე გადის სამი საათი, მერე უკეთებენ ოპერაციას და ამბობენ დაგვაგვიანდაო. იგივე სამართალი მინდა, ზუსტად ის, რასაც ითხოვს ქალბატონი ეკა (გიგა ავალიანის დედა), სამართალი მინდა ოღონდ. მე არ ვამბობ, რომ დამნაშავეები რამეში არ ვართ, მაგრამ მე მინდა პასუხი ჩემმა შვილმა აგოს იმაზე რაც ჩაიდინა და არ აგოს პასუხი ექიმების შეცდომაზე," - განაცხადა ალექსანდრე გაბაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა. 

  • ცნობისთვის, მანამდე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მსგავსი სიახლეები