სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს
სააპელაციოში სინდისის 11 პატიმრის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოსამართლე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც.
ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.