ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ 4 ოქტომბერს სასახლის შიგნით სპეცრაზმი იყო განლაგებული

05.02.26 15:25
ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ 4 ოქტომბერს სასახლის შიგნით სპეცრაზმი იყო განლაგებული

ათონელის სასახლის დაცვის თანამშრომელი ადასტურებს, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე გდდ-ს თანამშრომელბით იყო სავსე - გიორგი წეველიძე ამ წუთებში სასამართლო პროცესზე ადვოკატების კითხვებს პასუხობს.

დაცვის თანამშრომელს უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ ჰკითხა, პირველი ტალღის დროს, როცა ხალხი ათონელის სასახლის ღობეს მიუახლოვდა, მაშინ თუ გამოვიდნენ სპეცრაზმელები, რაზე საპასუხოდან წეველძემ თქვა, რომ "მაშინ ხალხს მხოლოდ დაცვის 8 თანამშრომელი იგირიებდა".

"თავიდანვე დასაწყისში არ ჩართულად", - თქვა წეველიძემ და ასევე ისიც დაადასტურა, რომ სპეცრაზმელები 4 ოქტომბრის გარდა, სხვა აქციების დროს ათონელის სასახლეში განლაგებულები არ ყოფილან.

ერთადერთი, ვისი გვარიც დღეს მოწმედ გამოძახებულმა სასახლის დაცვის თანამშრომელმა დაასახლეა, ბრალდებული მურთაზ ზოდელაავ იყო. გიორგი წეველძე ირწმუნებოდა, რომ სწორედ მურთაზ ზოდელავას მოწოდების ხმა გაიგო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.