ცვლილებების თანახმად, კვლევით ინსტიტუტს ვერც ის პირი უხელმძღვანელებს, ვინც "ოცნების" მიღებულ "რუსულ კანონს" ამართლებდა

05.02.26 15:29
ცვლილებების თანახმად, კვლევით ინსტიტუტს ვერც ის პირი უხელმძღვანელებს, ვინც "ოცნების" მიღებულ "რუსულ კანონს" ამართლებდა

 

 

"ქართული ოცნების" მიერ უმაღლესი განათლების კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 65 წელს გადაცილებული პროფესორები კვლევით ინსტიტუტებს ვეღარ უხელმძღვანელებენ. 

ამ ცვლილების მიხედვით, პოსტის დატოვება მოუწევს, არნოლდ ჩიქობავას სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს, 69 წლის ნანა მაჭავარიანსაც, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ იმ კანონს ამართლებდა, რომელიც საზოგადოებაში "რუსული კანონის" სახელით არის ცნობილი. 

"პირველები" დაინტერესდა, მაჭავარიანის პოზიციით -  ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ამტკიცებს, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავს და TV პირველს ეუბნება, რომ "დიდი სიამოვნებით დაუთმობს ადგილს უფრო ახალგაზრდას". 

ახალგაზრდებმა უნდა დაიკავონ ადგილები, ვინც აღარ არის ასაკობრივად შრომისუნარიანი მისი [ადგილი] უნდა დაიკავოს ნამდვილად ახალგაზრდამ, რასაკვირველია ეგრე უნდა იყოს. ადმინისტრაციული სამუშაო ძალიან რთულია და ადმინისტრაციულ სამუშაოს უფრო ახალგაზრდა კარგად გაუძღვება. 

რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით [მზად ვარ ადგილი დავუთმო ახალგაზრდას]," - განაცხადა ნანა მაჭავარიანმა. 

არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ყურადღების ცენტრში 2024 წელს მოექცა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რუსული კანონის მოსარჩელეების მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის მიერ გამოთქმული მოსაზრებებს გაემიჯნა. მაშინ ნანა მაჭავარიანის განცხადებას აქტიურად ავრცელებდნენ.