"ჯვარსკის" დედა ციხეში გაუშვეს - წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქმეზე დაკავებულ 13 ბრალდებულსაც

05.02.26 15:46
"ჯვარსკის" დედა ციხეში გაუშვეს - წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქმეზე დაკავებულ 13 ბრალდებულსაც

ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ უბილავას დედა, მანანა ლიპარტელიანი და ძმა, ავაზ ხონელიძე მოსამართლემ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

დაცვის მხარე ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სთავაზობდა სასამართლსო, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღეს ამ საქმეზე დაკავებული 45 კაციდან 17-ის ირგვლივ იმსჯელეს. [17 დან სამი სხვა დანაშაულისთვის სასკელს უკვე იხდის, მათ შორის "ჯვარსკი]. 

პროკურორის განმარტებით არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ალტერნატივის სახით შევთავაზეთ მანანა ლიპარტელიანისა და ხვედელიძის მიმართებაში გამოყენებულიყო გირაო, თუმცა სასამართლომ დასაბუთების ნაწილში განჩინებას გადმოგვცემს და საინტერესოა, რა დასაბუთებით ნაწილს ეყრდნობა უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით და რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებთ. 

რაც შეეხება ზუბილავას მიმართებაში, მოგეხსენებათ ის 2019 წლიდან იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, 2029 წელს უმთავრდება განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და შესაბამისად ის აღკვეთის ღონისძიების მიზნები პატიმრობის გამოყენებისას, საფუძვლები რაც პროცესუალურად არსებობს, არცერთი საფუძველი მის მიმართებაში, რომ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. 

ერთადერთი რაც არსებობს, ეს არის აუდიო ჩანაწერები კრეფსების სახით, რომელსაც დაცვის მხარე გაეცნო. ერთადერთი ეს არის კომუნიკაცია დედასა და შვილს შორის, რომელიც უფრო მოიცავს მოკითხვით ხასიათს და არანაირი ჩართულობა მხარდაჭერის კუთხით, რასაც ბრალდების მხარე მანანა ლიპარტელიანს ედავება და ხვედელიძეს ედავება, ამ ნაწილში არის სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი," - განაცხადა ადვოკატმა. 

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა.  

პოლიციამ 45 მათგანი უკვე დაააკავა. გუშინ 6 მათგანი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს.