ასაკის შეზღუდვა დისკრიმინაციულია - პროფესორის პასუხი "ოცნებას"
პროფესორები კვლევით ინსტიტუტების ხელმძღვანელობაზე ასაკობრივ შეზღუდვას დისკრიმინაციულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელმძღვანელს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაში უნდა ირჩევდეს სამეცნიერო საბჭო და არა მაკონტროლებელი ორგანო.
ეს ნიშნავს პირდაპირ კონტროლს - აცხადებს თსუ-ის პროფესორი.
კომპეტენციის და გამოცდილების მქონე პირი არის საჭირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებლად. მაკონტროლებელი ორგანო დანიშნავს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების დირექტორს, ხელმძღვანელს, ეს წერია ამ კანონში, ეს ნიშნავს პირდაპირ კონტროლს. ხელმძღვანელს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაში უნდა ირჩევდეს სამეცნიერო საბჭო, რომელიც არსებობს ყველა სამეცნიერო ინსტიტუციაში და არა ზემოდან მაკონტროლებელი. ეს არის დისკრიმინაციული, იმიტომ, რომ ასაკს ზღუდავს", - ამბობს ცირა ბარამიძე.
"ქართული ოცნების" მიერ უმაღლესი განათლების კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 65 წელს გადაცილებული პროფესორები კვლევით ინსტიტუტებს ვეღარ უხელმძღვანელებენ.
პარალალურად, კი ცნობილი ხდება, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა - ცოტა ხანში სტუ-ს ხელმძღვანელობა მედიასთან დააფიქსირებს პოზიციას უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.