ინფორმაცია, თითქოს მე-12-ე დაწესებულებაში ექიმების მობილიზებაა, სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური

03.11.21 17:14
ინფორმაცია, თითქოს მე-12-ე დაწესებულებაში ექიმების მობილიზებაა, სიმართლეს არ შეესაბამება - პენიტენციური სამსახური

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენიცური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის ციხის მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან ყიფშიძე თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: სააკაშვილთან დაგეგმილია ასევე პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები