"გავიგეთ აფეთქების ხმა"- ხანძარი რუსთავში
რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ხანძარია - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ადგილობრივებმა თავდაპირველად აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი კვამლი.
არსებული ინფორმაციით, სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.