ბიძინა ივანიშვილის დაცვის კუთვნილი ავტომობილები ავტოტექნიკის საიტზე ყიდება
myauto.ge-ზე იშვიათი მოდელის 4 ერთნაირი ავტომანქანა - Ford excursion -ს იყიდება. მათ ვინმე დიმიტრი ყიდის.
ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, მესამე და მეოთხე მანქანა 23 და 25 ათას დოლარად არის შეფასებული. ორი მანქანა დაჯავშნილია.
,,რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ეს ავტომანქანები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, პირად დაცვას ემსახურებოდა.