ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა - ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ვაჩე ცაკაშვილმა მოსამართლესა განუცხად, რომ იგი ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცმა 31 ოქტომბერს, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს ბრალი დღეს დაუმძიმდა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავებიან.