რა ბედი ელის 2 უნივერსიტეტის რექტორს

09.02.26 18:10
რა ბედი ელის 2 უნივერსიტეტის რექტორს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ ერთიანდებიან, ამ ორი უნივერსიტეტის რექტორები - ჯაბა სამუშია და თავით გურგენიძე - თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან. 

მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებებს ის არ იღებს. 

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა გააკეთა

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აკადემიურ პერსონალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებები რჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად აკადემიური პერსონალიც რჩება. ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ მათ მაქსიმალურად უნდა იზრუნონ პროფესორ-მასწავლებლებზე. 

მე ამას არ ჩავუღრმავდები, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, შესაბამისი პროცედურები არსებობს ამისთვის, ამიტომ, საერთოდ მოვერიდები ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას. 

რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს ზოგადად, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ ზოგადად მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. 

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში რჩება და აქედან გამომდინარე შესაბამისი აკადემიური პერსონალიც რჩება. რაც შეეხება ამ პროგრამების დასრულებას, ამის შემდეგ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ აკადემიურ პერსონალზე. 

გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტები რჩება რექტორებიც რჩებიან, თუ ისინი არ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ან თუ შესაბამისი პროცედურებით არ მიიღება სხვა გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი პროცედურები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. 

გამომდინარე იქიდან, რომ აღარ ცხადდება რეორგანიზაცია, შერწყმა, შესაბამისად აღარ არის დროებითი მმართველობის დანიშვნის საჭიროება, ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის," - განაცხადა კობახიძემ.