ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა 36 საათის შემდეგაც არ გახსნილა
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზა 36 საათის შემდეგაც არ გახსნილა.
მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, რამდენ ხანში შეიძლება გახსნას საავტომობილო გზა. "პირველებთან" საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ სავარაუდოდ მეორე ღამესაც საკუთარ ავტომობილებში გაათენებენ.
ადგილზე მხოლოდ ერთი ტექნიკა მუშაობს, რაც მოქალაქეების თქმით, საკმარისი არ არის, რადგან ის მასა, რომელიც სოფელ ბარჯაშთან ჩამოწვა დიდია და საკმაო სამუშაოების წარმოებას მოითხოვს.