გომი-კორბოულის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

09.02.26 23:04
გომი-კორბოულის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

გომი-კორბოულის მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.