ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

10.02.26 09:41
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

შეგახსენებთ, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.