თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩინეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1990 წელს დაბადებული ა.ხ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ჰერმეტულად დალუქულ ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.