პოლიტიკური შურისძიების საქმე - ცნობილია რომელი პოლიტიკოსები არ დაესწრებიან პროცესს
დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი გაიმართება - ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომა ზუსტად 13 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს.
8 ოპოზიციური ლიდერიდან დღევანდელ პროცესს არ დაესრწრებიან ნიკა მელია და ელენე ხოშტარია.
ნიკა მელია არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას. სხვა საქმეებთან მიმართებითაც ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს, რომ ყველა საქმე ცალსახად გამოყენებულია მის წინააღმდეგ, როგორც მის მიმართ უკანონო დევნის ინსტრუმენტი", - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.
დღეს სასამართლო სხდომაზე რუსთავის ციხიდან მიიყვანენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. როგორც მისი უფლებადამცველი, ბექა ბასილაია "პირველებთან" ამბობს, "იწყება ზვიგენთან სელფის გადაღების პროცესი", რადგან სწორედ ივანიშვილის ზვიგენზე გაკეთებულ საჯარო განცხადებას ედავებიან მიხეილ სააკაშვილს და ამის გამო წარუდგინეს მას ბრალი.
იწყება ზვიგენთან სელფის გადაღების პროცესი. მართლა ამაზე დაკითხეს მიხეილ სააკაშვილი და მართლა ამაზე წარუდგინეს ბრალი. ეს საქმე ხსნის დევნის იმ რეკორდებს, რაც პოლიტიკური დევნის ფარგლებში ივანიშვილის პროკურატურამ არაერთგზის გააუმჯობესა. დღეს სასამართლოში ხდება საქმის განხილვა ადამიანის მიერ მისსავე პროცესზე გაცხადებულ პროცესთან დაკავშირებით. დღეს ხდება დამიანის გასამართლება ფბ პოსტის გამო. დღეს ხდება ადამიანის გასამართლება იმის გამო, რაც არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში დანაშაულად მიჩნეული არ არის", - ამბობს ბექა ბასალაია.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს წარმოადგნეს. როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, ამის საპირწონედ დაცვის მხარესაც აქვს მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.
ბრალდებას წარმოდგენილი აქვს აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ამის საპირწონედ ჩვენ მოვიპოვეთ აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რა თქმა უნდა, საჯაროდ გავრცელებული. დავკითხეთ და გამოვკითხეთ მოწმეები. ჩავატარეთ საპორცესო და საგამოძიებო მოქმედებები და წარვადგინეთ ალტერნატიული მტკიცებულებები, მათ შორის მივმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს.
რაც შეეხება ზურა გირჩი ჯაფარიძე, მოვა თუ არა სასამართლო სხდომაზე, ეს არის თავიდან ბოლომდე მისი გადასაწყვეტი. ქმედება, რომელიც ბრალდების მხარის მოსაზრებით არის დანაშაული, არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და ითვალისწინებს 7-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც ერთი-ორად ამძიმებს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც შეიძლება ამ სისხლის სამართლის საქმის გარშემო იყოს, ამიტომ სანამ სასამართლო და ზოგადად, ბრალდების მხარე მსგავს მძიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველამ უნდა გავაიზროთ, რომ ემრე უკან დასახევი გზა აღარ იქნება. როცა მრავალი წლით ადამიანებს პოლიტიკური აქტივობის გამო ადამიანებს იჭერ, შემდეგ უკვე ვითარება მძიმდება როგორც ქვეყნის თვალსაზრისით, ასევე მოქალაქეების მიმიმართაც", - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი. არჩილ ჭავჭანიძე ამბობს, რომ 42 ტომიან საქმეში ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ 42 ტომში ვერ მოიძებნა ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებს, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარძე მოუწოდებდნენ რევოლუციისკენ მოქალაქეებს, საქართველოს პარლამენტის პიკეტირებისაკენ ან სხვა ძალადობრივი ქმედებისაკენ. შესაბამისად არ არსებობს არანაირი საფუძველი აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვის სასამართლოში", - ამბობს არჩილ ჭაქვჭანიძე.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.