კობახიძე კარტელურ შეთანხმებებში ღარიბაშვილის ინტერესს ეძებს - ექსპერტები

10.02.26 12:00
კობახიძე კარტელურ შეთანხმებებში ღარიბაშვილის ინტერესს ეძებს - ექსპერტები

ექსპერტების შეფასებით, „ფასების კომისია“ რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა. მათი თქმით, "ოცნება" ფასების ზრდის მიზეზებს არ ეძებს საკუთარ პოლიტიკაში და პასუხისმგებლობას კერძო სექტორს აკისრებს, მაშინ როცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობასა და მომხმარებლის ჯიბეზე.

ახლა უნდათ, რომ რაღაც ბუღალტერიაში შეიყვანონ საზოგადოება და ვის რამდენი პროცენტი აქვს ქეშბექი, ხან სიტყვა "ქეშბექი" გამოიყენეს, ხან "ფასნამატი" და ა.შ. ამას ცდილობენ იმის ნაცვლად, რომ აიღონ პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში ხდება და ეს დაძაბული მდგომარეობა და ის კრიზისი, მათ შორის პოლიტიკურიც, სოციალურიც და ყველანაირი, რაშიც შეიყვანეს საზოგადოება ფასებზეც რომ აისახება, ეს არის ორჯერ ორი - ოთხი, ამას ეკონომიკის დიდი ექსპერტობაც არ სწირდება. აი, აქედან ყურადღების გადასატანად გადააქვთ ისრები ბიზნესზე. რაღაც პიარულად შექმნეს კომისია, იქ სუსი შევარდა მარკეტებში ვენესუელას საუკეთესო ტრადიციებიდან გამომდინარე და ამ ყველაფერმაც რომ ვერ იმუშავა და საბოლოო ჯამში, უკუშედეგიც კი გამოიღო, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ახლა აკეთებენ კიდევ, დამატებით რაღაც ბუღალტერიაში შევლენ და ამაში უნდათ, რომ ეს თემა ნელ-ნელა გადააგორონ, - ამბობს თორიკე რაზმაძე.

ენმ-ს წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების ქმედებები არა მხოლოდ არაეფექტიანი, არამედ ფარისევლურიცაა და შესაძლოა, კონკრეტულ კორუფციულ ინტერესებსაც ემსახურებოდეს.

ამასთან, ფარულავა არ გამორიცხავს, რომ „ფასების კონტროლი“ რეალურად კონკრეტული ბიზნესების წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო მექანიზმად გამოიყენებოდეს, რომლის მიზანიც ფინანსურ ნაკადებზე კონტროლის გამკაცრებაა.

ეს არის წმინდაწყლის ფარისევლობა და მათ შორის კონკრეტული კორუფციული ინტერესი იქიდან გამომდინარე, რო ყველა კომპანია და მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც ახლა საუბრობენ ფასების კლებაზე, არადა, რეალურად ეს არის ოლიგოპოლიური შეთანხმება, ეს არის სწორედ კარტერული შეთანხება, რაზეც გვესაუბრებიან, ხო, ყველა არის "ქართული ოცნების შემომწირველი და შესაძლოა, იქ იყოს ღარიბაშვილის ან ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესი, რომელსაც ეძებს ახლა კობახიძე, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი ახლა არის ფულზე კონტროლი და შესაძლოა, ეს არა პოლიტიკაა მათი მხრიდან, არამედ არის სადამსჯელო ღონისძიება და ამ სადამსჯეო ღონისძიებას ატარებენ კონკრეტული კომპანიების წინააღმდეგ, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ფასების რეგულირებისთვის "სადისტრიბუციო ქსელი" შეიქმნას. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის შიგნით ფასების შემცირების გზების ძიებასთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.