გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

10.02.26 13:36
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)." - წერია სააგენტოს გაფრთხილებაში.