ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გვქონდეს, ერთმანეთის ნახვაა - გვარამიას ცოლი

10.02.26 13:43
ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გვქონდეს, ერთმანეთის ნახვაა - გვარამიას ცოლი

 

 

ნიკა გვარამიას ცოლს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს - სოფო ლილუაშვილი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დასასაწრებად მივიდა, სადაც 8 ოპოზიცონერ ლიდერს ასამართლებენ.

გვარამიას ცოლი ამბობს, რომ პროცესებზე მხოლოდ პატიმრობაში მყოფი ქმრის და ხალხის სანახავად და ემოციების აგსაზიარებლად მივიდა. 

მოლოდინი ამ ინსტიტუციისგან არამგონია ვინმეს ჰქონდეს იმიტომ, რომ დიდი ხანია ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება მე ან ნიკას გქვონდეს, ერთმანეთის ნახვა და ხალხის ნახვაა - რაღაცა ემოციებსი გაზირებაა დისტანციურად, დანარჩენი რა გითხრათ, ასეთ სპექტაკლზე ბევრჯერ ვყოფილვარ, არაფერს ახალს არ ველი. ვიცი, ნიკას საქმე რომ ჩაბარდა, შიგნით არაფერი არაფერი ეწერა, ცარიელი ფურცლები იყო პრაქტიკულად. დღეს სასამართლო არ არსებობს და რაიმე კანონიერი მოლოდინები დღეს არ გაგვაჩნია", - ამბობს სოფო ლილუაშილი. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.